Wednesday, August 1, 2012

ჩხუბს თავლაფიანობა მოსდევს



გაკვეთილის თემა ი. გოგებაშვილის მოთხრობა ,,ჩხუბს თავლაფიანობა მოსდევს
სწავლების საფეხური.  ინტეგრირებული საგნები. ქართული II  კლასი
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები.
ი.გოგებაშვილის მოთხრობის  გაცნობა, ტექსტის წაკითხვა, გააზრება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები ინდიკატორები. ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
ქართ.  II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუ-ძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.

ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამატიკული ნიშნების ამოცნობა.

ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულო-ბის ტექსტების დამოუკიდე-ბლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
თანმიმდევრობა აქტივობა ნაბიჯ–ნაბიჯ.
   
   აქტივობა 1.
სლაიდშოუთი  სიის ამოკითხვის შემდეგ.
განწყობის შექმნის  მიზნით ვატარებ მოთელვას როგორ განწყობაზე ვართ?
 აქტივობა 2. წინარე ცოდნის გამეორებისათვის საშინაო დავალებას გამოვიკითხავ.
 აქტივობა 3.

    როლებში კითხულობენ ტექსტს.
აქტივობა 4.
 სლაიდშოუს დახმარებით ვიხსენებთ გაუგებარ სიტყვებს და კონტექსტის მიხედვით ვსვამთ შესაბამისად წინადადებებში.
აქტივობა 5. ყვება გაგრძელებით 2 ბავშვი
აქტივობა 6 კითხვა პასუხი:
როგორ მოიქცა ივანე?
როგორ მოიქცა მისი მეზობელი?
თქვენ როგორ მოიქცეოდით?
რა არის ამ მოთხრობის თემა და იდეა?
რას გვასწავლის ეს მოთხრობა?
აქტივობა 7 წყვილებში მუშაობა:
რომელი კარგი და ცუდი თვისება ვისწავლეთ ამ თავში?

ივანეც რომ ისე მოქცეულიყო როგორც მისი მეზობელი როგორ დამთავრდებოდა მოთხრობა?აქტივობა 8 სლაიდშოუს დახმარებით ვაჩვენებ ჩხუბის ამსახველ სურათებს.
აქტივობა 9 აქტიური შესვენებავარჯიში

აქტივობა 10
ვკითხულობ ახალ გაკვეთილსკითხულობენ ბავშვები: გამოკრებით, გაგრძელებით, კითხულობენ წყვილებში მონაცვლეობით წინადადებებს და მონაცვლეობით აბზაცებს.
აქტივობა 11
 სლაიდშოუს დახმარებით ვიხსენებთ გაუგებარ სიტყვებს;   აქტივობა 12

დავუსვათ ერთმანეთს კითხვები
  აქტივობა 6  
გავიხსენოთ ანდაზები
აქტივობა 7
გამოვყოთ აბზაცები

აქტივობა10
მოვცემ საშინაო დავალებას.
შეფასება. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვეკითხები თუ როგორ განწყობაზე არიან,

რა შევისწავლეთ?

რა მოეწონათ გაკვეთილიდან?
რის გაკეთება ეხალისებოდათ ყველაზე მეტად?
ვინ იყო ყველაზე აქტიური?
ვისი პასუხი დაამახსოვრდათ  და რატომ ?

 მადლობას ვუცხადებ ბავშვებს დახმარებისათვის. ვთხოვ,ახალი შეაწავლილი სიტყვები, თვითონაც გამოიყენონ საუბრისა., გაუთბონ გულები ერთმანეთს და გააბედნიერონ.
სასკოლო მენეჯმენტი საგანმანათლებლო რესურსები.   ტექნიკა და ინსტრუმენტები:
  დაფა, მარკერი,  კომპიუტერი, პროექტორი, საპრეზენტაციო დაფა.
http://youtu.be/uJ6qRA1Hh_k

http://www.youtube.com/watch?v=6LK9e96bbjM&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=GBIAm8pOlYc&feature=related




 

No comments:

Post a Comment